ფონდის დირექტორი მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოებაზე

პირველი რადიოს გადაცემას "ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორია სტუმრობდა.

გადაცემის მთავარი თემა საქართველოში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები გახლდათ. გამოკვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა საკითხის სამართლებრივ-ინსტიტუციური საფუძვლები. ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თავის პარტნიორ ორგანიზაცია "CRRC - საქართველოსთან" ერთად გამოიკვლია მგზავრების, მძღოლების, ავტოსადგურების ადმინისტრაციების შეხედულებები და შეფასებები. გადაცემის სტუმარმა აღნიშნა, რომ ხარვეზები, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას ბევრი მგზავრის მიერ მწვავედ არ აღიქმება და მათი ნაწილი პრობლემად არ აღიქვამს, მაგალითად, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას.

გადაცემის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://www.youtube.com/watch?v=9HB0m1yYkMg&feature=youtu.be
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.