ფონდის დირექტორი აზბესტის შემცველი ხუნდებისგან შექმნილი საფრთხეების შესახებ

რადიო იმედის სტუმარი აზბესტის ზემოქმედებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში ექსპერტთან, გიორგი გარდავასთან ერთად იყო ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორია. ირაკლი იზორიამ აღნიშნა, რომ აზბესტთან დაკავშირებული პრობლემა პირველად პარლამენტის საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში გაჟღერდა. ისაუბრა კვლევის შესახებ, რომლის თანახმადაც არ არსებობს ეტიკეტირება ხუნდების შემცველობასთან დაკავშირებით და ამასთან, აზბესტის შემცველი ხუნდები უფრო იაფი ღირს, რომელთაც ახასიათებთ სამუხრუჭე მანძილის გაზრდა, რაც თავის მხრივ საგზაო უსაფრთხობის შემაფერხებელი დეტალია და რაც მთავარია, ჰაერს აბინძურებს, რაც შორეულ პერსპექტივაში აუცილებლად იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებასა და გარემოს დაბინძურებას. კანონმდებლობა ითვალისწინებს აზბესტის  გარკვეული სახეების აკრძალვას, თუმცა აღსრულების პროცესი არც თუ ის ეფექტურია. მისი რეკომენდაციით, საჭიროა პრობლემის პრიორეტიზაცია,  კვლევების ჩატარება, კანონმდებლობის დახვეწა, მოსახლეობის ინფორმირება.

https://www.facebook.com/radioimedi/videos/323702771806147/UzpfSTEwMDAwMDg5MTE1MDMzODoyMjA5NjE2OTQ1NzQ0NjU2/

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.