ფონდის დამფუძნებელი ტრანსპორტის თემაზე გამართულ შეხვედრაზე ლონდონში

ლონდონსა და მანჩესტერში გაიმართა შეხვედრა და დისკუსია საერთაშორისო ტრანსპორტის თემაზე, რომელსაც ესწრებოდა ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი გელა კვაშილავა. მისი აზრით, აუცილებელია ველოსიპედებითა და ქვეითად  გადაადგილების ხელშეწყობა ქალაქ თბილისში. საჭიროა მონაცემთა მართვის, ადგილობრივი გზის სტანდარტებისა და ცოდნის გაუმჯობესება, ბიზნესის, ხელისუფლების და მედიის მხარდამჭერთა ძლიერი ქსელის შექმნა. ხელმისაწვდომი და კარგად დაკავშირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განვითარებული ინფრასტრუქტურა ქვეითებისა და ველოსიპედისტებისთვის ხელს შეუწყობს გახდნენ ჩვენი ქალაქები საცობებისგან თავისუფალი, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა“.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.