ფონდის დამფუძნებელი ტელეარხ ობიექტივზე

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა ტელეარხ ობიექტივის სტუმარი იყო. გადაცემის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იყო საგზაო უსაფრთხოების კუთხით. გელა კვაშილავამ ისაუბრა საგზაო შემთხვევების სტატისტიკაზე და აღნიშნა, რომ მათი რაოდენობა 30%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ასევე ისაუბრა იმ ხარვეზების შესახებ, რომელიც არის ინსტიტუციური და საკანონმდებლო კუთხით. მან პერიდოული ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარე რეფორმა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელი შეეწყოს ავტოპარკის განახლებას.

https://www.facebook.com/SafedriveGeorgia/videos/218982458901313/

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.