ფონდის დამფუძნებელი საქალაქთაშორისო ტრანსპორტირების შესახებ

ტელეარხ რუსთავი ორზე გადაცემის „სხვა შუადღე“ სტუმარი იყო ფონდის „პარტნიორბა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა. გადაცემის ერთ-ერთი მთავარი თემა საქალაქთშორისო ტრანსპორტირებას შეეხებოდა. გელა კვაშილავამ აღნიშნა, რომ სადგურების სისტემა არ არის მოწესრიგებული -  არ არსებობს მგზავრების მოსაცდელი და მძღოლების მოსასვენებელი სივრცეები, არ მოწმდება მძღოლების კვალიფიკაცია, ჯანმრთელობა, ხშირად ტრანსპორტი არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოების სტანდარატებით, რასაც წარმოდგენილი სტატისტიკაც ადასტურებს. ამას ემატება სიჩქარის გადაჭარებების, ტელეფონზე საუბრის, ღვედის გამოყენებლობის და სხვა პრობლემებიც და სამწუხაროდ, ხშირად მივდივართ ფატალურ შედეგებამდე. იმისათვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, საჭიროა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ხარვეზების აღმოფხვრა, ასევე, აუცილებელია, რომ აღსრულების მექანიზმი გახდეს მეტად ეფექტური.

https://www.facebook.com/shuadge.rustavi2/videos/316988505560330/UzpfSTI0ODg1MDcyMDkwMToxMDE1Njc0NjQ1MzE0MDkwMg/

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.