ფონდის დამფუძნებელი საზოგადოებრივ მაუწყებელზე

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა „ღია სივრცის“ მთავარი თემა ჰაერის დაბინძურებას შეეხებოდა. მოწვეულმა სტუმრებმა, რომელთა შორის იყვნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სამოქალაქო საზოგადოების წევრები ისაუბრეს ჰაერის ხარისხის კუთხით არსებულ მწვავე მდგომარეობაზე და პრობლემის მალევე გადაჭრის აუცილებლობაზე. გადაცემის სტუმარი იყო ფონდის „პარტიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა. მისი აზრით, აუცილებელია არსებობდეს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამა კონკრეტული სამოქმედო გეგმით, ამასთან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსპედებითა და ქვეითად გადაადგილების წახალისება.
https://www.youtube.com/watch?v=V-JujH8LV8g&feature=youtu.be
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.