ფონდის დამფუძნებელი რადიო „თავისუფლებაში“

13 ოქტომბერს რადიო „თავისუფლების“ გადაცემას "თავისუფლების დილა" ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი გელა კვაშილავა სტუმრობდა. გადაცემის მთავარი თემა იყო, რას ვაკეთებთ ჩვენ გზების უსაფრთხოებისთვის.

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მათ შედეგად დაშავებული და დაღუპული ადამიანების რიცხვი საკმაოდ შემაშფოთებელია. გადაცემაში საუბარი იყო, თუ რომელი გზებია განსაკუთრებით საშიში მოსახლეობისთვის, რა კეთდება ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის და როგორ შეიძლება ქვეითთა და ავტომობილით მოსიარულეთა სიცოცხლის დაცვა გადაადგილებისას.

გადაცემის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

http://www.radiotavisupleba.ge/a/ras-vaketebt-gzebis-usafrtxoebistvis/28050403.html

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.