ფონდის დამფუძნებელი დიზელზე მომუშავე ავტობუსების შესახებ

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 90 ახალი ავტობუსი შეიძინა, რომლებიც დიზელზე მუშაობს.  სპეციალისტების, მათ შორის, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებლის  გელა კვაშილავას აზრით, გაზზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, მათი გრძელვადიანი ექსპლუატაცია ნაკლებ დანახარჯებს გულისხმობს და მაშინ, როდესაც ქალაქში უკვე არსებობს გაზზე მომუშავე ტრანსპორტის პრეცედენტი, დიზელზე მომუშავე ავტობუსების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის. მდგომარეობას ართულებს საწვავის ხარისხიც, რომელიც საქართველოში შემოდის.

https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/278095159646536/UzpfSTI0ODg1MDcyMDkwMToxMDE1NjU1MTQ5MDY4NTkwMg/

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.