ფონდი ატარებს კვლევას ბავშვთა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" მონაწილეობას იღებს პროგრამაში "კვლევის პროექტების შემუშავება საჯარო პოლიტიკის საკითხებზე საქართველოში". პროგრამა მომზადდა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიერ ესექსის უნივერსიტეტსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად.
პროგრამის ფარგლებში, ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ჩაატარებს კვლევებს ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, რომლის მიზანია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ბავშვთა  საგზაო უსაფრთხოების კუთხით.
აღნიშნული კვლევა ხორციელდება პროგრამის "არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს პარლამენტს შორის საჯარო პოლიტიკაზე დიალოგის ხარისხის გაუმჯობესება"ფარგლებში.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.