ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის ღონისძიებაზე მიიწვიეს

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მიწვეული იყო სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში", სადაც საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ყოველთვიური  შეკრება მოეწყო. ღონისძიებაზე განხილული იყო საგზაო უსაფრთხოების საკითხები, განსაკუთრებით კი ყურადღება გამახვილდა ბავშვთა უსაფრთხოებაზე.
ღონისძიების მსვლელობისას ფონდმა წარადგინა პრეზენტაცია ფონდის საქმიანობისა და საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. ასევე განხილული იყო ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების საკითხები, როგორიცაა ავტომობილებში 12 წლამდე მოზარდების წინდასმის აკრძალვა და ბავშვთა სავარძლების მნიშვნელობა. პრეზენტაციის დასასრულს დაისვა კითხვები და გაიმართა მსჯელობა, სადაც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მიწვეული სტუმრები.   ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის წევრები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ქალთა საერთაშორისო ასოციაცია დაინტერესდა საქართველოში არსებული  საგზაო უსაფრთხოების პრობლემებით, განსაკუთრებით კი ქალთა უსაფრთხოების კუთხით. ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" სამომავლოდ გეგმავს თანამშრომლობის დაწყებას ასოციაციის წევრებთან.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.