ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" გაწევრიანდა "გლობალურ ალიანსში - არასამთავრობო ორგანიზაციები საგზაო უსაფრთხოებისათვის"

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" გაწევრიანდა "გლობალურ ალიანსში - არასამთავრობო ორგანიზაციები საგზაო უსაფრთხოებისათვის". ალიანსში შესულია დაახლოებით 80 სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც მუშაობენ საგზაო უსაფრთხოების კუთხით.
"გლობალურ ალიანსი - არასამთავრობო ორგანიზაციები საგზაო უსაფრთხოებისათვის" დაფუძნდა 2011 წელს. ალიანსს საფუძვლად დაედო მსოფლიოს სხვადახსვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა - შექმნილიიყო ფორუმი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება ექნებოდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება და პრაქტიკა, რათა ერთობლივი მუშაობით მათი საქმიანობა უფრო წარმატებული და შედეგიანი ყოფილიყო. ალიანსის მიზანია საგზაო უსაფრთხოების დაცვა და საგზაო ავარიების შედეგად დაშავებულთა რიცხვის შემცირება მსოფლიოს მასშტაბით.
80-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას საშუალება ექნება გაუზიაროს ინფორმაცია, როგორც ალიანსის შიგნით, ასევე სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებს, ფონდებს, სააგენტოებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" უკვე ჩართულია მსოფლიოს 80-მდე არასამთავრობო ორგანიზაციისგან შექმნილ ალიანსში. იხილეთ: http://www.roadsafetyngos.org/profile.php?aid=99

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.