ტრეინინგი მძღოლებისთვის ხაშურში კამპანიის „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ ფარგლებში

კამპანიის “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ ფარგლებში, ფონდი „პარტიონორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენლებმა ხაშურის ავტუბისებისა და მარშუტკის მძღოლებისთვის საგზაო უსაფრთხოების შესახებ ტრეინინგი ჩაატარეს. კამპანია ხორციელდება E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის თბილისი-ფოთის მონაკვეთზე. კამპანიის “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“  მიზანია E-60 თბილისი-ფოთი გზის მიმდებარე მაგისტრალზე საგზაო ავარიების შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანების რიცხვის შემცირება.

ტრეინინგების დროს, მძღოლები ეცნობიან საგზაო წესებს, წესების დაცვის მნიშვნელობასა და რისკებს, როგორიცაა ავტომობილის მართვის დროს ნასვამობა, სიჩქარე, გადაღლილობა, ტელეფონზე საუბარი, სხვ. პრეზენტაციის დროს ყურადღება ასევე ექცევა სტატისტიკურ მონაცემებს. თეორიულ ტრეინინგთან ერთად, მძღოლებისთვის ეწყობა სპეციალური პრაქტიკული ნასვამობის ჩვენებები. მძღოლებს დაურიგდათ საგზაო საგზაო უსაფრთხოების შესახებ ბროშურები, სტიკერები და უსაფრთხოების ჟილეტები.

კამპანია “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“  ხორციელდება პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია E-60 თბილისი-ფოთი გზის მიმდებარე მაგისტრალზე“   ფარგლებში ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო დეპარტამენტის დაკვეთით. პროექტი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.