ტრეინინგი თბილისში

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ინიციატივით, თბილისში აბასთუმნის ქუჩაზე მდებარე  ბავშვთა დღის ცენტრის  ბავშვებს  ჩაუტარდათ საგზაო უსაფრთხოების ტრეინინგი „საქართველოს გზებზე მიუსაფარ ბავშვთა უსაფრთხოება“ პროექტი ფარგლებში. პრეზენტაციისას ფონდის ტრენერი ბავშვებს საგზაო უსაფრთხოებაში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა, ასევე გააცნო მთავარი საგზაო რისკები და სტატისტიკა, ტრეინინგს  დაესწრნენ  პროექტის ფარგლებში საქართველოში ვიზიტით მყოფი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ალიანსის უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისათვის- EASST“-ის წარმომადგენელი კორინ ვაიბერტი და  საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის -FIA FOUNDATION-ის წარმომადგენელი მონალიზა ადაგარი.პრეზენტაციის შემდგომ, მოხდა პროექტის ფარგლებში გადაღებული სპეციალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია, ასევე  ბავშებს საჩუქრად გადაეცათ საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო წიგნები, ღამით მოძრაობისთვის განკუთვნილი ამრეკლი სამაჯურები, სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალები და ტკბილეული.

პროექტი „საქართველოს გზებზე მიუსაფარ ბავშვთა უსაფრთხოება“ მიზნად ისახავს მიუსაფარი ბავშვების საგზაო რისკებისგან დაცვას. პროექტი მოიცავს მონაცემების ანალიზსა და მაღალი რისკის შემცველი ადგილების კვლევას, საგანმანათლებლო აქტივობებს, ადვოკატირებისა და მედია კამპანიას.

პროექტი „საქართველოს გზებზე მიუსაფარ ბავშვთა უსაფრთხოება“ ხორციელდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ UNICEF-ის და აღმოსავლეთის ალიანსის EASST-ის მხარდაჭრით.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.