პროექტის ფარგლებში „არ დაარღვიო საგზაო წესები“ სოფელ წინანდალში გაიმართა ხილვადობის ღონისძიება

პროექტის ფარგლებში „არ დაარღვიო საგზაო წესები“ სოფელ წინანდალში გაიმართა ხილვადობის ღონისძიება. ღონისძიების მიმდინარეობის დროს მოსახლეობას დაურიგდა საინფორმაციო მასალები საგზაო უსაფრთხოების შესახებ და ღამის ამრეკლი საშუალებები. სკოლის მოსწავლეებთან ერთად მოეწყო ღამის ხილვადობის საჩვენებელი სიტუაცია და გაეცნოთ მათ ამრეკლი საშუალებების მუშაობის პრინციპი და ეფექტურობა დღის ბნელ მონაკვეთში და ღამით. ამრეკლი რეფლექტორი იძლევა საშუალებას ფეხითმოსიარულე მძღოლისთვის იყოს ხილვადი 150 მეტრის მანძილზე.
კამპანიას " არ დაარღვიო საგზაო წესები" ახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხობისთვის", მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.