სემინარი ,,უსაფრთხო გზები და ტრანსპორტი''


29 აგვისტოს სემინარი იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანასებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება: დიალოგი პროგრესისათვის“ ფარგლებში. სემინარის მიზანია საზოგადოებამ და დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღონ ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის სფეროებში არსებული ევროპული რეგულაციებისა და მათი შესრულების ვადების შესახებ. სემინარის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ფონდის მიერ განხორციელებული ინოვაციურ პროექტს „მეგობრული გზები“ და საგზაო უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების, ბიზნესის, აკადემიური წრეების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარომადგენლები, რომლებიც დისკუსიაში ჩაერთვებიან. 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების VI კარი ეხება ტრანსპორტის კუთხით თანამშრომლობას, რომლის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირის სატრანსპორტო სექტორების ერთმანეთთან დაახლოება, ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლოსთან ჰარმონიზაცია და ქართული კომპანიებისთვის, მძღოლებისთვის ევროპაში არსებული ტექნიკური და ადმინისტრაციული ბარიერების მოხსნა.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.