სემინარ-ტრეინინგი გარდაბანის #1 საჯარო სკოლაში

"გავხადოთ ჩვენი გზა მეგობრული" აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს ქვემო ქართლის რეგიონში არსებულ სკოლებში. ამჯერად გთავაზობთ ფოტოებს გარდაბნის 1 საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიებიდან, სადაც ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ტრენერმა მოსწავლეებს საგზაო უსაფრთხოების ტრენინგი ჩაუტარა, უპასუხა ბავშვების შეკითხვებს, გაცნო მათი თავალით დანახულ საგზაო პრობლემებს და უსაფრთხოების წესების დაცვისაკენ მოუწოდა. კამპანიის ფარგლებში ბავშვებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები, სახელმძღვანელოები და ამრეკლი საშუალებები უსაფრთხოდ გადასაადგილებლად. კამპანიას "გავხადოთ ჩვენი გზა მეგობრული" არასამთავრობო ორგანიზაციები "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" და ,,სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი'' ერთად ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.