საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე საგზაო უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდა ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადგილობრივ დონეზე მართვის საკითხები განიხილეს და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებს საგზაო უსაფრთხიების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. საგზაო ინფრასტრუქტურის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, დეპარტამენტი გეგმავს მოამზადოს ახალი კანონ-პროექტი საავტომობილო გზების შესახებ. ეს დოკუმენტი დაარეგულირებს საავტომობილო გზების სტანდარტების ზოგად პრინციპებს, ასევე - ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემებს. შეიქმნება ერთიანი სტანდარტი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმართულებით. საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის შემუშავებისას, ყურადღება გამახვილდება საქალაქთაშორისო გზებზე უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებაზე. კანონპროექტის შემუშავებაში ჩაერთვებიან შესაბამისი უწყებები, დარგის სპეციალისტები, ადგილობრივი და საერთაშორისო  ექსპერტები.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.