სახალხო დამცველის ანგარიში ატმოსფერულ ხარისხთან დაკავშირებით

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხთან დაკავშირებით სპეციალურ ანგარიში წარმოადგინა და სუფთა ჰაერზე უფლების მნიშვნელობაზე, მისი სრულფასოვნად რეალიზების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. შეხვედრას ეწრებოდა ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია. როგორც საკითხის შესწავლამ გამოკვეთა, მიუხედავად ბოლო დროს ქვეყანაში გადადგმული პოზიტიური ნაბიჯებისა, ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით ვითარება კვლავ მძიმეა, რასაც მრავალი გარემოება განაპირობებს. ქვეყნის სატრანსპორტო სექტორში მდგომარეობას ავტოპარკის ყოველწლიური ზრდა და მოძველებული ავტომანქანების დიდი რაოდენობა (45%-ზე მეტი 20 წელზე ძველია) ამძიმებს. 2019 წლიდან ამოქმედდა სრულად ტექდათვალიერება, თუმცა ინსპექტირება არ ითვალისწინებს ავტომანქანის გამონაბოლქვ აირებში ძირითადი დამაბინძურებლების, და უმთავრესად, აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების შემცველობის კონტროლს, რაც სისტემის მნიშვნელოვანი სისუსტეა. დედაქალაქში ეტაპობრივად ხდება მუნიციპალური ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ავტობუსები მოიხმარს დიზელის საწვავს, რომლის ხარისხიც საქართველოში არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტს და ტექნიკური გამართულობის მიუხედავად, დაბინძურების საფრთხეს ქმნის.


სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.