საქართველოს საგზაო უსაფრთხოების გამოცდილება ირანელებისთვის

ირანული საგზაო უსაფრთხოების ორგანიზაციის  მიერ, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ პროექტები კოორდინატორი ლიკა მერაბიშვილი მიწვეულ იქნა ონლაინ ვებინარზე, რომლის მთავარი თემა ძირითადი საგზაო რისკები და გამოწვევები გახლდათ. ვებინარს დაესწრნენ სხვადასხვა ირანული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ლიკა მერაბიშვილმა პრეზენტაციის დროს ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე, ღვედების პროექტსა და მის წარმატებულ შედეგებზე, მიმოიხილა საგზაო უსაფრთხოების საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანია, რომელიც ფონდმა მისი არსებობის პერიოდში განახორციელა.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.