საქართველოს პირველმა ლედიმ საგზაო უსაფრთხოებაზე ისაუბრა ვარციხის პატრიოტთა ბანაკში

24 ივნისს, საქართველოს პირველი ლედი და ევროკავშირისა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა - ინიციატივა სამხრეთ კავკასიაშჳ“ ფარგლებში, მოეწყო შეხვედრა ვარციხის პატრიოტთა ბანაკში. შეხვედრას ესწრებოდა 420 მოზარდი (15-დან 22 წლამდე). სტუმრობის მიზანი იყო მოზარდებთან ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების ირგვლივ საუბარი და ამ საკითხის შესახებ მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.

 

პირველი ლედის ინიციატივით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ჩვენი ფონდის წარმომადგენელმა, რომელმაც ისაუბრა საგზაო უსაფრთხოების რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითზე, რადგან ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან და მოზარდებთან.

ზემოხსენებული შეხვედრის დროს ასევე მოეწყო ახალი სიმღერის პრეზენტაცია, რომელსაც ცნობილი ქართველი რეპერი ლექსენი ასრულებს. მოზარდებს დაურიგდათ ხვადასხვა ტიპის ფლაერები და ბუკლეტები, რომელივ ფონდმა კომპანია ტოიოტასთან ერთად შექმნა.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.