საქართველოს პირველმა ლედიმ კიდეც ერთ საგზაო უსაფრთხოების კამპანიას დაუჭირა მხარი.

ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და ტოიოტა კავკასიამ, საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის მხარდაჭერით, 8 მაისს თბილისის 106-ე საჯარო სკოლაში ჩაატარა აქცია, რომელშიც ამავე სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა მოხატეს საკუთარი სკოლის ეზო, როგორც ნამდვილი ქუჩა და სხვადასხვა საგზაო სიტუაცია წარმოადგინეს. ასევე, მოზრდებისთვის იქნა ნაჩვენები სპეციალური დანადგარი, რომელიც მანქანით შეჯახების იმიტაციას ქმნის და გვიჩვენებს თუ რამდენად გვიცავს უსაფრთხოების ღვედი შეჯახებისას.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.