საგზაო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრება

16 იანვარს, ფონდის „პარტნიორობა საგზაო  უსაფრთხოებისათვის“ ოფისში გაიმართა  საგზაო  უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი  ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო კომპანიებისა და თბილისის მერიის სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქალაქში საგზაო მოძრაობასთან დასაზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები: ქვეითთა უსაფრთხოება, ე.წ. „ზებრა“ გადასასვლელები, მიწისქვეშა გადასასვლელების  გაუმართობა,  პარკინგი  და  ტროტუარების პრობლემა,  საცობი პიკის საათებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხიდა ა.შ. შეხვედრის  მონაწილეები  შეთანხმდნენ,  რომ  მერიასთან  ერთად  იმუშავებენ ქვეითთა  უსაფრთხოების  პრობლემებისა  და  „ზებრა“  გადასასვლელების მოსაწესრიგებლად. ამავდროულად, შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქის მერიას მიმართეს ინიციატივით შეიქმნას, საცობების, პარკირებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის  განვითარების  საკითხებზე  მომუშავე  ჯგუფები,  სადაც  შევლენ ყველა დაინტერესებული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.