სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ პარლამენტში თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირი მოსმენა გაიმართა

სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების მიერ შექმნილ თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირი მოსმენა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარადგინა მოხსენება აღსრულების საკითხებზე, პროცესში მთელი რიგი ხარვეზები და გამოწვევები არსებობს, რაც საპატრულო პოლიციასთან ერთობლივ მუშაობას საჭიროებს.

მომხსენებლებმა დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, დამატებითი მექანიზმების შემოღების შესაძლებლობებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე ინსპექტირების პროცესზე მოქალაქეების კეთილსინდისიერი მიდგომის არსებობა.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.