სანდრა რულოვსმა ამბასადორიალზე ჯანდაცვისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა

საქართველოს პირველმ ალედიმ, სანდრა ელისაბედ რულოვსმა ამბასადორიალზე ჯანდაცვისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.

როგორც ჟურნალისტებს სანდრა რულოვსმა განუცხადა, ინფორმაციული თვალსაზრისით ელჩებთან საკმაოდ ვრცელი საუბარი ჰქონდა. მისივე ინფორმაციით, ისაუბრა განვლილ პროგრამებთან დაკავშირებით კულტურული სფეროს თანამშრომლობის შესახებს სხვადასხვა ქვეყანაში.

„ ეს იყო უპრეცედენტო შანსი, ქართველ დიპლომატიურ კორპუსს სრული შემადგენლობით შევხვედროდი. მქონდა მათთან პრეზზენტაცია, ვისაუბრე ჯანდაცვაზე, საგზაო უსაფრთხოებაზე. ბევრმა ელჩმა დამპატიჟა სხვადასხვა ქვეყანაში. მნიშვნელოვანი თანამშრომლობის პერსპექტივებია გაცვლითი პროგრამების და კულტურული სფეროს თვალსაზრისით. მათთვისაც საკმაოდ დატვირთული შეხვედრები იყო“,-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

„ინტერპრესნიუსი“

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.