სამუშაო შეხვედრა საგზაო უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმის ირგვლივ

11 თებერვალს, სასტუმრო „ამბადასადორ კაჭრეთში“ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა, სადაც ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივის ირგვლივ საკუთარი შეფასება და რეკომენდაციები წარადგინა.

შეხვედრის მიზანი იყო აგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის პაკეტისგაცნობა, რომლის შემუშავების პროცესშიც ფონდი აქტიურად მონაწილეობდა. შეხვედრაზე განიხილეს ქულათა სისტემისა და უკონტაქტო პატრულირების, მართვისმოწმობის გაცემისა და ქვეითთა უსაფრთხოების დაცვის საკითხები, ასევე, ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარება. მოხდა სტატისტიკური მონაცემების გაცნობა - 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, 8%-ითგაიზარდაავტოსაგზაოშემთხვევათარაოდენობა. ყოველწლიურადავტოსაგზაოშემთხვევებისშედეგად 550-600 ადამიანი იღუპება, ხოლო 10 000-მდე ადამიანის ხვადასხვა სიმძიმის ტრავმას იღებს.

შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, პარლამენტის წევრებმა, თბილისის მერიის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთასამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.