საკომიტეტო მოკვლევა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველი თემატური მოკვლევა თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას უკავშირდება და თემატური მოკვლევის ჯგუფში საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენაც ამ მიმართულებით მიმდინარეობს. კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებმა მოისმინეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციები. შეხვედრას ესწრებოდა ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.