საგზაო უსაფრთხოების შესახებ უწყებათაშორისი სხდომა ჩატარდა

სასტუმრო „იოტა“-ში საქართველოს საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ჩატარდა. ღონისძიებაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე და თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე  მონაწილეობდნენ. ირაკლი ქარსელაძემ, დეპარტამენტის მიერ 2017-2018 წლებში დაგეგმილი და შესრულებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების გარდა, სხდომას ევროკავშირის დელეგაციის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის (ADB), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (JICA) და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენლები გელა კვაშილავა და ირაკლი იზორია.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.