საგზაო უსაფრთხოების შესახებ ტრეინინგი სხალთის საჯარო სკოლაში

კამპანია "გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო" აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს მაღალმთიანი აჭარის სოფლებსა და ქალაქებში განლაგებულ სკოლებში. ფონდის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საგზაო უსაფრთხოების ტრენინგი ჩაუტარეს და საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვისაკენ მოუწოდეს. კამპანიის ფარგლებში ბავშვებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები, სახელმძღვანელოები და ამრეკლი საშუალებები უსაფრთხოდ გადასაადგილებლად. 
კამპანიას "გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ ანხორციელებს "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" კომპანია ,,აჭარისწყალიჯორჯიას“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხარდაჭერით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.