საგზაო უსაფრთხოების ტრეინინგი მცირე საოჯახო ტიპის სახლ „ათი მნათიში“

პროექტის „საქართველოს გზებზე მიუსაფარ  ბავშვთა უსაფრთხოება“ ფარგლებში, ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვოს“ საგზაო უსაფრთხოების ტრეინინგები მცირე საოჯახო ტიპის სახლის „ათი მნათი“ ბავშვებს ჩაუტარა. პრეზენტაციის შემდგომ, ბავშებს დაურიგდათ საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო წიგნები, ღამის ამრეკლი რეფლექტორი ხელის სამაჯურები, და სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალები და ტკბილეული.

პროექტი „საქართველოს გზებზე მიუსაფარ ბავშვთა უსაფრთხოება“ მიზნად ისახავს მიუსაფარი ბავშვების საგზაო რისკებისგან დაცვას. პროექტი მოიცავს მონაცემების ანალიზსა და მაღალი რისკის შემცველი ადგილების კვლევას, საგანმანათლებლო აქტივობებს, ადვოკატირებისა და მედია კამპანიას.
პროექტი „საქართველოს გზებზე მიუსაფარ ბავშვთა უსაფრთხოება“ ხორციელდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ UNICEF-ის და აღმოსავლეთის ალიანსის EASST-ის მხარდაჭრით.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.