საგზაო უსაფრთხოების ტრეინინგი მიუსაფარი ბავშვებისთვის

პროექტის „საქართველოს გზებზე მიუსაფარ  ბავშვთა უსაფრთხოება“ ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების ტრეინინგები დღისა და ღამის ცენტრის ბავშვებს ჩაუტარდათ. პრეზენტაციის შემდგომ, ბავშებს დაურიგდათ საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო წიგნები, ღამის ამრეკლი რეფლექტორი ხელის სამაჯურები, და სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალები.

ტრეინინგის დასასრულს, ბავშვები ფონდთან „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ერთად შეუერთდნენ გლობალურ კამპანიას „#შეანელე“ (#SlowDown), რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება.

პროექტი „საქართველოს გზებზე მიუსაფარ  ბავშვთა უსაფრთხოება“  მიზნად ისახავს მიუსაფარი ბავშვების საგზაო რისკებისგან დაცვას. პროექტი მოიცავს მონაცემების ანალიზსა და მაღალი რისკის შემცველი ადგილების კვლევას, საგანმანათლებლო აქტივობებს, ადვოკატირებისა და მედია კამპანიას.

პროექტი „საქართველოს გზებზე მიუსაფარ  ბავშვთა უსაფრთხოება“ ხორციელდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ UNICEF-ის და  აღმოსავლეთის ალიანსის EASST-ის მხარდაჭრით.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.