საგზაო უსაფრთხოების სწავლება კახეთის რეგიონის ორ საჯარო სკოლაში

11 ივნისს, კახეთის რაიონის ორი სოფლის სკოლაში, საგზაო უსაფრთხოების შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა.კამპანია ტარდება ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიერ პროექტის „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში“ ფარგლებში. 
შეხვედრაზე ფონდის დირექტორმა ირაკლი იზორიამ და პროექტების კოორდინატორმა ქეთი მურუსიძემ ჩაატარეს ტრეინინგის ბავშვებთან საგზაო უსაფრთხოების შესახებ, ისაუბრეს პროექტის მიზნების, ამოცანების და სამომავლო აქტივობების შესახებ, ასევე, საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე, საგზაო მოძრაობის წესების და მათი დაცვის აუცილებლობის შესახებ. მოსწავლეებთან კითხვა-პასუხის საშუალებით გამოიკვეთა საგარეჯოს გზებზე არსებული საგზაო რისკ-ფაქტორები დამოსწავლეების მხრიდან შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღების აუცილებლობა. მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ მათი აქტიური ჩართვა საგზაო უსაფრთხოების საკითხებში და საგზაო წესების დაცვა მნიშვნელოვანია მათივე უსაფრთხოებისთვის.
 ღონისძებას ესწრებოდნენ სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები.
პროექტი „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში“ ხორციელდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ მიერ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მხარდაჭერით. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი 2009 წლიდან ახორციელებს კახეთის რეგიონული გზების განვითარების პროგრამას მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით; ხოლო ფონდი განახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს, რათა გაიზარდოს მოსახლეობაში საგზაო უსაფრთხოების ცნობიერება და შემცირდეს გზებზე შესაძლო საგზაო ავარიების რისკები.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.