საგზაო უსაფრთხოების სწავლება აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის

28 მარტს ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" პროექტის ასისტენტი ქეთი მურუსიძე თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს ესტუმრა. მობილური ბიბლიოთეკის საშუალებით ბავშვებს ჩაუტარდათ სახალისო გაკვეთილი სასწავლო ფილმების მეშვეობით საგზაო უსაფრთხოების შესახებ. აქტივობა განხორციელდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
ფონდმა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დევნილ ბავშვებს  საგზაო უსაფრთხოების სასწავლო წიგნები და სხვა საგანმანათლებლო მასალები გადასცა. ბავშვები დაინტერესდნენ აღნიშნული თემით და აქტიურად ჩაერთვნენ საგზაო უსაფრთხოების სწავლებაში.
მობილური ბიბლიოთეკა შეიქმნა ფონდისა "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი მუშაობით საქართველოს შვეიცარიის საელჩოს, BP საქართველოს, EASST-სა და Road Safety Fund-ის (საგზაო უსაფრთხოების ფონდის) დახმარებით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.