საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის სემინარი

28-31 ოქტომბერს, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) საგზაო უსაფრთხოების პროექტი II-ის  ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დახმარებით, გაიმართა სემინარი „საგზაო უსაფრთხოების სამოქამედო გეგმის“ შესახებ. 

სემინარი მიზნად ისახავდა საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაქმნელად საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას,  არსებული მდგომარეობის განხილვას და სამომავლოდ კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვას.

სემინარში მონაწილეობა მიიღო  სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მონაწილეებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში,  საგზაო უსაფრთხოებისა და მასთან დაკავშირებულ საკითხეზე სამუშაოდ, შეადგინეს სამოქმედო გეგმა, სადაც პასუხისმგებლობა განაწილებულ იქნა სტრუქტურის ფუნქცია-მოვალეობების მიხედვით.

„საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის“ სემინარის მონაწილეები შეთანხმდნენ, შეიქმნას  საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი (საბჭო), რომელიც ორგანიზებას გაუწევს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის კოორდინირებულ მუშაობას, მოამზადებს რეკომენდაციებსა და შენიშვნებს საკანონმდებლო ორგანოსთვის, საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიისა თუ სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნის პროცესში. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.