საგზაო უსაფრთხოების საკითხები გადაცემაში „შუადღე ერთსულოვნებაზე“

17 მარტს, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების“ წარმომადგენელმა ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ გადაცემაში „შუადღე ერთსულოვნებაზე“ ისაუბრა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემებზე.

ასევე, ირაკლი იზორიამ ისაუბრა  ფონდის მიმდინარე პროექტზე - საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება კახეთის რეგიონში. მისი თქმით, მსგავსი კამპანიები ხელს შეუწყობს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებას და ამ კუთხით მნიშვნელოვანია ეკლესიის, სასულიერო პირების ჩართვა საზოგადოებისთვის საგზაო მოძრაობის წესების დაცვის მოწოდებით, რაც ხელს შეუწყობს გზებზე ავარიებისა და სიკვდილიანობის  რაოდენობის შემცირებას.


სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.