საგზაო უსაფრთხოების მოედნების გახსნა

16 მაისს საქართველოში ბავშვებისათვის პირველი საგზაო უსაფრთხოების ცენტრი გაიხსნა, რომელიც მოეწყო თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლისა და მის მიმდებარე 171-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე. ეს გახლავთ პირველი საგზაო უსაფრთხოების ცენტრი კავკასიის რეგიონში. პროექტი განხორციელდა  არასამთავრობო ორგანიზაციის ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" მიერ ესტონეთის მთავრობის, ქალაქ თბილისის მერიის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საპატრულო პოლიციის, EASST-ის, Fia Foundation-ის, BP საქართველოსა და სხვა სამთავრობო და კერძო კომპანიების მხარდაჭერით.
საპილოტე პროექტი გულისხმობს იმიტირებული საგზაო უსაფრთხოების ცენტრის მოწყობას. აღნიშნულ მოედნებზე წარმოდგენილია შუქნიშნები, საგზაო ნიშნები, ველოსიპედები და თემატიკიდან გამომდინარე სხვა გასართობი საშუალებები. მოსწავლეებს დაურიგდათ ველოსიპედის მართვის მოწმობები და საინფორმაციო წიგნები საგზაო უსაფრთხოების შესახებ. პროექტის მიზანია მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების კუთხით პრაქტიკული ტრეინინგებისა და მეცადინეობების  საშუალებით. ცენტრი  უფასოა და ხელმისაწვდომია სხვა სკოლის მოსწავლეებისთვისაც. პარტნიორობა მომავალში გეგმავს სხვადასხვა შეჯიბრებებისა და ღონისძიებების მოწყობას.
გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ საქართველოსა და ესტონეთის მთავრობის წარმომადგენლები.
"პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მადლობას უხდის პროექტში ჩართულ ყველა მხარეს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივა გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების კულტურას საზოგადოებაში. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.