საგზაო უსაფრთხოების მესამე გლობალური მინისტერიალი

შვედეთი 2020 წლის 19-20 თებერვალს მასპინძლობს საგზაო უსაფრთხოების მესამე გლობალურ მინისტერიალს. კონფერენციის თემა გაეროს გლობალური მიზნებია. ღონისძიებას მხარს უჭერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მას ესწრებოდა 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, ასევე, სხვადასხვა  ინდუსტრიის, საერთაშორისო ინსტიტუტისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები. კონფერენცია შესაძლებლობას აძლევდა დელეგატებს გაეზიარებინათ ერთამნეთისთვის გაეროს საგზაო უსფრთხოების ათწლედთის მიზნებთან დაკავშირებული გამოცდილება. ასევე, განეხილათ სამომავლო სტრატეგიული მიმართულებები 2030 წლის მიზნებთან დაკავშირებით და განესაზღვრათ გზები უფრო მეტი სიცოცხლის გადასარჩენად. მთავარ მიზნად განისაზღვრა საგზაო შემთხვევების 50%-მდე შემცირება მსოფლიოში. კონფერენცია ქმნიდა შესაძლებლობას იმისა, რომ საგზაო უსაფრთხოება დაკავშირებოდა მდგრადი განვითარების სხვა გამოწვევებს. მინისტერიალს ესწრებოდნენ ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" წარმომადგენლები.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.