საგზაო უსაფრთხოების კანონში შესატანი ცვლილებები რადიო პირველზე

რადიო პირველზე, გადაცემის „ღია სტუდია“ მთავარი თემა საგზაო უსაფრთხოების კანონში შესატანი ცვლილებები იყო. რადიოს პირდაპირ ეთერს ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა და „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი სტუმრობდნენ.

გადაცემის სტუმრებმა საგზაო უსაფრთხოების კანონში შესატანი ცვლილებები განმარტეს, და მის შესაძლო შედეგებზე იმსჯელეს. გადაცემის სტუმრებმა ასევე მოქალაქიის სატელეფონო ზარებს უპასუხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის შემუშავების პროცესში ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ აქტიურად მონაწილეობდა. კანონპროექტი ქულათა სისტემისა და უკონტაქტო პატრულირების შემოღებასა და მართვის მოწმობის გაცემისა და ქვეითთა უსაფრთხოების დაცვის საკითხების გაძლიერებას გულისხმობს.

 http://radio1.ge/ge/videos/view/178904.html 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.