საგზაო უსაფრთხოების დღე

ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ რომელიც საქართველოში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაოს, 13 ოქტომბერს სასტუმროში ,,რედისონ სას ივერია“ აღნიშნა ეგროპის საგზაო უსაფრთხოების დღე. ღონისძიების საპატიო სტუმრაი იყო საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, ევროკომისიის ელჩი საქართველოში პერ ეკლუნდი და ჯოაკინ პარკერი.

 

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია. ფილმის მიზანია კონკრეტული ადამიანების მაგალითზე დაყრდნობით, რომლებსაც თავად გადახდათ ავტო-სატრანსპორტო შემთხვევა ნაჩვენები იქნას რა მდგომარეობა და პრობლემები რსებობს საგზაო უსაფრთხოების სფეროში საქართველოში, რაში მდგომარეობს გამოსავალი და როგორ შეიძლება, რომ ვებრძოლოთ ამ ,,ეპიდემიას“.

 

შეხვედრის მეორე ნაწილში მოხდა ,,ღვედების მატარებელთა კოალიციის“ პრეზეტაცია, რომელშიც გაერთიანდნენ ის ორგანიზაციები, რომლებმაც საკუთარ დაწესებულებებში დანერგეს და სავალდებულო გახადეს უსაფრთხოების ღვედების გამოყენება ყველა ტიპის საავტომობილო გზაზე. ეს ორგანიზაციებია: TBC ბანკი, პროკრედიტ ბანკი, საქართველოს ბანკი, კი-პი-აი ჰოლდინგი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“, ტოიოტა კავკასია, UNA  Georgia, CENN.

ასევე, მოეწყო ფოტო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნა ფონდის დაარსებიდან დღემდე განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ამსახველი კადრები.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.