საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანიზაციები კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავენ

საქართველოში საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანიზაციები, მათ შორის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, მოქალაქეებს მოუწოდებენ მაქსიმალურად შეზღუდონ ქუჩაში გადაადგილება, რათა თავიდან აირიდონ სხვა პირებთან მჭიდრო კონტაქტი, რაც შესაძლოა ვირუსის გავრცელების წინაპირობას ქმნიდეს. როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებობს მგზავრების მჭიდრო კონტაქტის რისკი, დისტანციის დაუცველობა და დაინფიცირების აქტიური შესაძლებლობა.

https://www.interpressnews.ge/ka/article/590063-sagzao-usaprtxoebaze-momushave-organizaciebi-koronavirustan-dakavshirebit-mokalakeebs-rekomendaciebit-mimartaven

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.