საგზაო უსაფრთხოება ჭოპორტში

ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ პროექტების კოორდინატორი ლიკა მერაბიშვილი ჭოპორტის სკოლას ესტუმრა, სადაც ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს საგზაო უსაფრთხოებასა და მათი სოციალური როლის შესახებ ესაუბრა.

პრეზენტაციის შემდგომ სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინოვაციური იდეები და თანამედროვე ტექნოლოგიების ნიმუშები წარმოადგინეს.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ახალგაზრდები ინოვაციური განვითარების“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია „ელვა“, „ჯეოლაბი“ და „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“ ახორციელებს. 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.