საგზაო უსაფრთხოება სკოლებში

ფონდის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორია გადაცემა „განთიადს“ სტუმრობდა ტელეარხ ობიექტივზე. გადაცემის მთავრი თემა სკოლებში საგზაო უსაფრთხოებას ეხებოდა. ირაკლი იზორიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გზების მომხმარებელთა აღზრდა ბაღის ასაკიდანვე როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კუთხით. არასაკმარისად არის დაფარული საგზაო უსაფრთხოების საკითხი ეროვნული სასწავლო გეგმით. მან ყურადღება გაამახვილა სასკოლო ზონების უსაფრთხოებაზე, რომელიც სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს გზის ყველაზე მოწყვლადი მომხამრებლებისათვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს პროგრესი, თუმცა სკოლების უმრავლესობა სათანადოდ აღჭურვლი არ არის.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.