საგზაო უსაფრთხოება რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე

რაგბის ეროვნული ნაკრების ინიციატივით, ორგანიზაციებმა ფონდმა “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” და “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გულშემატკივართათვის, ავჭალის სარაგბო სტადიონზე საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო კამპანია გამართეს, სადაც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე ახალგაზრდებში იმართება.

სტადიონის ფან-ზონაში საგზაო უსაფრთხოების მოედანი მოეწყო და გულშემატკივრებს დაურიგდათ სხვადასხვა საგზაო უსაფრთხოების აქსესუარები. საქართველოს სარაგბო ნაკრების წევრებმა კი ნასვამობის სიმულატორი სათვალეები მოირგეს და კარში დარტყმა სცადეს.
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.