საგზაო დარღვევებზე ქულათა სისტემის პრეზენტაცია რადიო პირველზე

რადიო პირველზე, გადაცემის „ღია სტუდია“ მთავარი თემა საგზაო უსაფრთხოების კანონში შესატანი ცვლილებები იყო. რადიოს პირდაპირ ეთერს ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია და „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი სტუმრობდნენ.

გადაცემის სტუმრებმა საგზაო უსაფრთხოების კანონში შესატანი ცვლილებები განმარტეს, და მის შესაძლო შედეგებზე იმსჯელეს. გადაცემის სტუმრებმა ასევე მოქალაქიის სატელეფონო ზარებს უპასუხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის შემუშავების პროცესში ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ აქტიურად მონაწილეობდა. კანონპროექტი ქულათა სისტემისა და უკონტაქტო პატრულირების შემოღებასა და მართვის მოწმობის გაცემისა და ქვეითთა უსაფრთხოების დაცვის საკითხების გაძლიერებას გულისხმობს.

https://www.youtube.com/watch?v=4rG4EgPigE0 
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.