როგორ უნდა დაიწყოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ფუნქციონირება?

ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის,  გელა კვაშილავას განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიჭედოს. ამის შესახებ კვაშილავამ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. კვაშილავა გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ავტობუსებში ამ ეტაპზე მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ იქნება.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა დიდი იქნება. როგორც კვაშილავა აცხადებს, დამატებით ავტობუსების მობილიზება განსაკუთრებით პიკის საათებში უნდა მოხდეს. მგზავრები ჯვარედინად უნდა დასხდენენ, მნიშვნელოვანია, მეტროსა და ავტობუსებში სანიტაიზერები განთავსდეს; მეტროს ბაქანზე, ავტობუსის გაჩერებებზე სტიკერები დაიკრას, რომელიც მიანიშნებს, რომ გევრდიგვერდ არ დადგნენ ადამიანები. გაჩერებებზე უნდა იყოს კონტროლი, ადამიანს უნდა აუხსნან, რომ 5-10 წუთში მეორე ავტობუსიც მოვა. ასევე, მნიშვნელოვანია, დროებითი ველობილიკების მოწყობაც.

http://www.city.kvira.ge/2020/05/28/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%92/?fbclid=IwAR3JjrXew7LI34-N1SZOpaq8l5f7UT8proqRb88337ePi9KHRNaftdf8XZ0

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.