რეგულაციები ექსკურსიებისთვის

გახშირებული უბედური შემთხვევების ფონზე, სკოლებისთვის ახალი შეზღუდვა წესდება – ექსკურსების დროს, უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდება. განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ მოექცევა ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც საგანმანათლებლო დაწესებულება ან მშობლების ჯგუფი ექსკურსიისთვის დაიქირავებს. განათლების სამინისტროში არ უარყოფენ, რომ სასკოლო ექსკურსიების უსაფრთხოებისთვის სამი წლის წინ გაწერილი სტანდარტები და ნორმები პრაქტიკულად არ მოქმედებს. გელა კვაშილავას აზრით, ყველა მძღოლი და ტრანსპორტი, რომელსაც ადამიანები გადაჰყავს უნდა დარეგისტირდეს  სახმელეთო ტრანსპორტის სააგენოტში, ასევე უნდა შემოწმდეს ყველა მძღოლი, რომლებიც უშუალოდ საექსკურსიო გადაყვანებს ახორციელბენ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, შემგომ კი მოხდეს მათი მონიტორინგი.  ამ ქმედების განხორციელება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ფორმალურად პასუხისმგებელ ორგანოს - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს არ გააჩნია ბერკეტები შეამოწმოს კონკრეტული სატრანსპორტო საშუალება.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.