რეგიონული სემინარი „ საგზაო უსაფრთხოების საფუძვლები და ინტერვენციები“

27-29 ოქტომბერს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) საგზაო უსაფრთხოების II პროექტის ფარგლებში, გაიმართა  რეგიონული სემინარი „საგზაო უსაფრთხოების საფუძვლები და ინტერვენციები“. პროექტის პარტნიორები არიან: გლობალური საგზაო უსაფრთხოების პარტნიორობა (GRSP), აღმოსავლეთის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისათვის (EASST), ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის (საქართველო).

 

პროექტის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს შორის სამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორებიდან, რეგიონული და ეროვნული პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბებით გზით,  შეამციროს საგზაო შემთხვევები და  ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებები. პროექტი ასევე მიზნად ისახავს თემზე-დაფუძნებული საპილოტე ინტერვენციების შემუშავებასა და განხორციელებას.

 

მსგავსი სემინარების ჩატარება მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებისთვის გაეროს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს გზებზე არსებული სიკვდილიანობისა და ტრავმული დაზიანებების მაღალი მაჩვენებლის შემცირებას.

 

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.