რატომ არ იყენებს ადამიანი უსაფრთხოების ღვედს?

* ახლო მანძილზე მიდის და არ სჭირდება, მოკლე გზა აქვს გასავლელი და არაფერი მოუვა. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ავტოსაგზაო შემთხევევების უმეტესობა, სწორედ, რომ მოკლე მანძილზე გადაადგილების შემთხვევაში ხდება, სახლთან 3 - 4 კილომეტრის დაშორებით.

* კვალიფიციური მძღოლია, ყოველთვის შეძლებს სიტუაციის გაკონტროლებას. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ყველაზე გამოცდილი და მაღალი დონის მძღოლიც შეიძლება ჩავარდეს გამოუვალ სიტუაციაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფა.
 
* საშიშია უსაფრთხოების ღვედით დაბმულ მდგომრარეობაში ყოფნა, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევისას, შეიძლება ვერ შეძლოს მანქანიდან გადმოსვლა. ჩატარებულმა ექპერტიზებმა აჩვენეს, რომ ავარიის შემთხვევაში მგზავრი უკეთესია თუU მანქანაში რჩება, ვიდრე გარეთ ვარდება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში რისკი მაქსიმალურ ზღვარს აღწევს და შედეგიც სავალალოა.

 არ სჭირდება უსაფრთხოების ღვედი, რადგან ნელა მართავს მანქანას და დაზღვეულია დაშავებისგან. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ 40 კმ. საათით მოძრაობისას შეჯახებას იგივე სიმძლავრე აქვს, რაც შენობის მეორე სართულიდან გადმოვარდნას.

* უკან მჯდომ მგზავრს არ სჭირდება უსაფრთხოების ღვედი, რადგან ის უკან ზის და ისედაც დაცულია. უკან მჯდომი მგზავრი სინამდვილეში არაა დაცული უსაფრთხოების ღვედის გარეშე და ავტო-საგზაო შემთვევისას ისეთივე რისკის ქვეშ იმყოფება, როგორც წინ მჯდობი მგზავრი.
* ორსულს ისევე სჭირდება დაცვა უსაფრთხოების ღვედით, როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფ მგზავრს. ორსულის ჯერ არ დაბადებული ბავშვი უსაფრთხოების ღვედით 70%-ით არის დაცული დაზიანებისაგან. 
სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.