პროექტის „საქართველოს გზებზე მიუსაფარ ბავშვთა უსაფრთხოება“ პრეზენტაცია

20 თებერვალს, ქალაქ თბილისში, „kvira.ge-ს“ ოფისში პროექტის „საქართველოს გზებზე მიუსაფარ  ბავშვთა უსაფრთხოება“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისა და კვლევების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას დაესწრნენ მედიის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.

პროექტი „საქართველოს გზებზე მიუსაფარ  ბავშვთა უსაფრთხოება“  მიზნად ისახავს მიუსაფარი ბავშვების საგზაო რისკებისგან დაცვას. პროექტი მოიცავს მონაცემების ანალიზსა და მაღალი რისკის შემცველი ადგილების კვლევას, საგანმანათლებლო აქტივობებს, ადვოკატირებისა და მედია კამპანიას.

პროექტი „საქართველოს გზებზე მიუსაფარ  ბავშვთა უსაფრთხოება“ ხორციელდება ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ UNICEF-ის და  აღმოსავლეთის ალიანსის EASST-ის მხარდაჭრით.

 

კონფერენციის სრული ვერსიის სანახავად მიყევით ბმულს: http://kvira.ge/311985

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.