პროექტის „გავხადოთ ჩვენი გზა მეგობრული’’ დახურვის ღონისძიება

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში, პროექტის ,,გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო’’-ს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ  ქვემო ქართლის გამგეობის, გაეროს განვითარების ფონდის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

დახურვის ღონისძიებაზე  ნახატების კონკურსში გამარჯვებული ბავშვები ფასიანი საჩუქრებით  დაჯილდოვდნენ. ასევე, ღონისძიებაზე პროექტის მონაწილეებმა პროექტის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრეს.

პროექტი განახორციელეს ფონდმა ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის’’ და ,,სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდმა’’. პროექტი ხორციელდებოდა მცირე გრანტების პროგრამის ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარება საქართველოში’’(RLD) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა(SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს(ADC)  დაფინანსებით.

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.