პროექტის „უსაფრთხო მოძრაობა, უსაფრთხო თემის“ პრეზენტაცია და ვიდეო კლიპის ჩვენება აჭარის რეგიონში

16 ნოემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“  გამართა პროექტის „უსაფრთხო მოძრაობა, უსაფრთხო თემი“  პრეზენტაცია. პროექტი მიზნად ისახავს საგზაო უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მაღალმთიან აჭარაში და ამ კუთხით ადგილობრივი ახალგაზრდებისა და მოსწავლეების გააქტიურებას.

შეხვედრისას განიხილეს საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები აჭარაში. ასევე, ფონდის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები. შეხვედრის დასასრულს აუდიტორიამ იხილა სპეციალურად პროექტის ფარგლებში მომზადებული საგანმანათლებლო სოციალური ვიდეო-კლიპი, რომელსაც მალე ადგილობრივი და ცენტრალური ტელევიზიების საშუალებით ფართო მაყურებელი იხილავს. შეხვედრას დაესწო  ადგილობრივი მედია-საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო კლუბების ახალგაზრდები და კომპანია აჭარისწყლის წარმომადგენლები.

პროექტი „უსაფრთხო მოძრაობა, უსაფრთხო თემი“  ხორციელდება კომპანიასთან  „აჭარისწყალი ჯორჯია“ თანამშრომლობით.

 http://www.myvideo.ge/v/2692108 

 http://www.myvideo.ge/v/2692091

სუფთა ჰაერი საქართველოსთვის
სემინარი საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ.